ჩელენჯის შესახებ

გადავწყვიტე დამეწყო ჩელენჯი,რომელიც ხელს შეუწყობდა ბანკროლის სწრაფად გაზრდას და ასევე ექსტრემალურ პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარის გამომუშავებას.

რაც შეეხება უშუალოდ ჩელენჯს:
საწყისი ბანკროლი არის 8 ლარი,უნდა დავიწყო თამაში ევროპაბეთის ონლაინ პოკერ რუმში ნლ2-დან.
დღეში ვითამაშებ მხოლოდ 1 სესიას,რომლის ხანგრძლივობა იქნება 45 წუთი.ამ დროის განმავლობაში ვითამაშებ 4 მაგიდაზე 100ბბ სტეკით.45 წუთის შემდეგ დავხურავ სესიას მიუხედავად იმისა როგორი შედეგი მექნება.თუ პირველივე სესია წამგებიანი იყო ბანკროლს შევავსებ კვლავ 8 ლარამდე.
ხოლო ნლ2-ზე თამაშს განვაგრძობ იქამდე სანამ არ მოვიგებ 20 ლარს,ანუ 4BI-ს ნლ5-სთვის.ასე გაგრძელდება იქამდე სანამ ნლ100-ს ბაკროლს არ მოვიგებ(ანუ ანგარიშზე სანამ 408ლარი არ მექნება). როდესაც გადავალ ახალ ლიმიტზე და თუ იქ წარუმატებლად ვითამაშებ ისევ დავწევ ლიმიტს ერთით ქვევით.
მაგალითად: ანგარიშზე მაქვს 48 ლარი,ანუ 8 ლარი საწყისი კაპიტალი და 40 ლარი ბანკროლი,რომლითაც შემეძლება თამაში ნლ10-ზე,ვიწყებ თამაშს უკვე ამ ლიმიტზე 4 მაგიდა თითოეულზე 10 ლარით. თუ სესია წარუმატებელი იყო და წავაგე მაგალითად 8 ლარი,მომავალ დღეს დავიწყებ უკვე თამაშს დარჩენილი 32 ლარით 3 მაგიდაზე და 2 ლარი გადაინაცვლებს სარეზერვო თანხაში ანუ სესიის მიმდიანრეობისას თუ დამაკლდა თანხა რომელიმე მაგიდაზე დავიამტებ ამ 2 ლარს ან თუ მინიმუმ 8 ლარი მოვიგე გამოვალ იმ მაგიდიდან და დავამატებ კიდევ 1 მაგიდას და გავაგრძელებ ისევ 4 მაგიდით.თუ ამ 48 ლარიდან 20 ლარი წავაგე და დარჩენილი მაქვს სათამაშოდ კიდევ 10 წუთი სესია წყდება რადგნ ერთ სესიაზე არ მაქვს უფლება წავაგო ქვედა ლიმიტის ბანკროლიც.ანუ როდესაც ანგრიშზე 28 ლარი მექნება შეწყდება იმ დღეს სესია და მომავალ დღეს დავიწყებ უკვე ნლ5-დან თამაშს. ასე გაგრძელდება იქამდე სანამ არ მოვიგებ 400 ლარს.

No comments:

Post a Comment